მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნიკა მელიას დაჟინებულ რეკომენდაციას ვაძლევთ, ამ ოფისიდან ჯერ ფეხი არ მოიცვალოს“ - გია ბარამიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ბარამიძემ ნიკა მელიას გუნდის სახელით ურჩია, ოფისიდან ჯერ არ გავიდეს.

„რაც შეეხება ნიკას ქალაქში სიარულს, სადაც მეტ-ნაკლებად არ გაირკვევა ვითარება, მე პირადად და ჩვენი გუნდის წევრები ძალიან დაჟინებულ რეკომენდაციას ვაძლევთ ნიკას, რომ ეს არ გააკეთოს, რადგან ჩვენ გვაქვს საქმე გავრილოვების რეჟიმთან, რომელსაც ახლა ჰგონია, რომ ნიკა მელიას დაჭერით ცოტა მოსულიერდებიან, მას შემდეგ, რაც გარდაიცვალნენ, განსაკუთრებით, როცა გამოჩნდა აშკარად, როგორ დალპა ეს რეჟიმი გახარიას გადადგომის შემდეგ. ეს კიდევ ნათელი გახდა. ამიტომ, ნიკა მელიას დაჟინებულ რეკომენდაციას ვაძლევთ, ამ ოფისიდან ჯერ ფეხი არ მოიცვალოს,“ - განმარტა ბარამიძემ.

ინფორმაციისთვის, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავება დროებით გადაიდო. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კი პოლიტსაბჭომ ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

ამის შემდეგ, ნიკა მელიამ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ოფისიდან გასვლას და საპროტესტო მანიფესტაციებში მონაწილეობას აპირებს.

აგრეთვე იხილეთ:

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პოლიტსაბჭომ ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა

„ვერ იქნებოდა გახარია ამდენად კარგი, რომ არ ჰყოლოდა რესურსი, რასაც „ქართული ოცნების“ გუნდი წარმოადგენს“ - გიორგი ვოლსკი

ნიკა მელია: გამოვალ გარეთ აუცილებლად და საპროტესტო აქციებშიც მივიღებ მონაწილეობას