მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნიკა მელიასადმი წარდგენილი ბრალდება აბსურდულია“ - ალეკო ელისაშვილი

ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ნიკა მელიას დაბარების საკითხს გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, მას არ სურს ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც პოლიტიკურ ლიდერებს აბსურდული ბრალდების გამო იბარებენ საგამოძიებო უწყებაში.

„არ მინდა ვცხოვრობდე ისეთ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკურ ლიდერებს, პარტიის თავმჯდომარეებს რაღაც აბსურდული ბრალით სახელმწიფო გადატრიალების და რევოლუციის ბრალდებით დაატარებენ პროკურატურაში, ან შემდეგ სვამენ ციხეში.

რა თქმა უნდა თუ ვინმე დააშავებს კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი. ზოგადად ამის მომხრე ვარ და ასეთ ქვეყანაში მინდა ცხოვრება, მაგრამ ნიკა მელიასადმი წარდგენილი ბრალდება, რომ აბსურდულია ამას დიდი კამათი არ სჭირდება.

ნიკა მელია წარმართავდა შტურმს და და ცდილობდა პარლამენტის გადატრიალებას? ჩემი ღრმა რწმენით არა“, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში ალეკო ელისაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ ნიკა მელია გირაოს თანხას არ იხდის - ის პროკურატურაშია დაბარებული