მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: მართალი გითხრათ, არც გამკვირვებია ეს მილიონები. ივანიშვილს გაცილებით დიდი ქველმოქმედება აქვს გაკეთებული ათწლეულების განმავლობაში

ექსპერტი მჭედლიშვილი საქსტატის მონაცემებზე

საქმე 100 მილიონში არ არის, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში წუხელ ღამით გადარიცხვა, საქმე სხვა რამეშია - მან ეს, როგორც სჩვევია, მშვიდად, წყნარად, ხმაურის გარეშე გააკეთა, - ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტი ამბობს, რომ მას ეს არ გაჰკვირვებია, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილს გაცილებით დიდი ქველმოქმედება აქვს გაკეთებული ათწლეულების განმავლობაში.

„მართალი გითხრათ, არც გამკვირვებია ეს მილიონები, ივანიშვილს გაცილებით დიდი ქველმოქმედება აქვს გაკეთებული ათწლეულების განმავლობაში. ახლა შევხედოთ მის მოწინააღმდეგე მხარეს, ანუ ოპოზიციას. იხმაურეს, ხალხი გააგიჟეს, არეკვინეს საქართველოს დიპლომატიურ მისიებში, აგინეს დიპლომატებს, უამრავი ვიდეო ჩაწერეს და რა? არცერთი რეისი არ შესრულებულა ქართველების საქართველოში ჩამოსაყვანად. არადა ვინ უშლიდათ ხელს? არც ფული გადაურიცხავთ „StopCov-19“-ის ფონდში, ერთი კვირაა გვპირდებიან.

„ლელოს“ მესვეურებმა საერთოდ საცოდავი 100 ათასი გადარიცხეს და ხელი დაიბანეს, მომჭირნეები ეგენი!

მოკლედ, ივანიშვილსა და ოპოზიციას შორის ზუსტად ისეთი განსხვავებაა, როგორც 100 მილიონსა და მაგ 100 ათასს შორის. პროპორცია დაცულია“, - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

ინფორმაციისთვის, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა.

StopCoV ფონდის ანგარიშზე ამ დროისთვის 124 543 899 ლარია მობილიზებული.

StopCoV ფონდი მარტის დასაწყისში შეიქმნა და მასში აკუმულირებული თანხა იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.