მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკოლოზ სამხარაძე: დემოკრატიულმა ქვეყნებმა ერთად უნდა ვიმოქმედოთ რუსეთის აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ

მეათე მოწვევის პარლამენტი დინამიურად ჩაერთვება საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება

„არსებული და ახალი გამოწვევების გათვალისწინებით, დემოკრატიულმა ქვეყნებმა ერთად უნდა ვიმოქმედოთ რუსეთის აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ, რათა დავიცვათ ჩვენი საერთო ღირებულებები, პრინციპები და დავიცვათ ევროპის უსაფრთხოება. უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში დასავლეთთან თანამშრომლობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და გარწმუნებთ, რომ საქართველო იყო, არის და იქნება დასავლეთის სანდო და ერთგული პარტნიორი“, - ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ, ზამთრის სესიის ფარგლებში, ონლაინ ფორმატში გამართულ პოლიტიკური საკითხების და უსაფრთხოების გენერალური კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მან ისაუბრა საბჭოთა ოკუპაციის დღეზე, რუსეთიდან მომავალ მუდმივ საფრთხეზე, რომელიც ხელს უშლის საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, იწვევს დესტაბილიზაციას როგორც ცალკეულ ქვეყნებში, ასევე, მთლიანად - სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში.

საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა მიმოიხილა ბორდერიზაციის უწყვეტი პრობლემა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარება, ახალი გეოპოლიტიკური ძვრები და რეგიონში რუსეთის სახიფათოდ გაზრდილი სამხედრო წარმომადგენლობა.

მან ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების მნიშვნელობას და აღნიშნა რეგიონში დასავლეთის აქტიური ჩართულობის აუცილებლობა.