მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნინო წილოსანი: მიხარია, რომ გერმანიის საელჩო და თვითონ ელჩი ჩვენი ქვეყნის განვითარების მხურვალე გულშემატკივრები არიან

მიხარია, რომ გერმანიის საელჩო და თვითონ ელჩი ჩვენი ქვეყნის განვითარების მხურვალე გულშემატკივრები არი

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. შეხვედრაზე კომიტეტის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებსა და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა გერმანიის ელჩთან. როგორც ყოველთვის, ის მხარს უჭერს პარლამენტის, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს უმნიშვნელოვანეს ინიციატივებსა და წამოწყებებს.

გერმანიის საელჩოს და გერმანიის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსები, თუმცა ჩვენი სოფლის მეურნეობა საკმაოდ მჭიდროდ ვიკვეთებით ამ კუთხით გარემოს დაცვასთან, ბუნებრივ რესურსებთან და მის გამოყენებასთან.

აქედან გამომდინარე, გვქონდა საუბარი იმ გადაკვეთის შესაძლებლობებზე, რომელიც მათი პროგრამის და ინტერესის ფარგლებში შეიძლება გვქონდეს. ამასთანავე, ელჩმა დიდი ინტერესი გამოხატა მიწის რეფორმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. მოვილაპარაკეთ იმ ნაბიჯებზე, რომელიც შეგვიძლია გადავდგათ, რათა დავეხმაროთ ამ რეფორმის წარმატებას.

ასევე გავაცანით ის მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომელზეც ვმუშაობთ და განვიხილეთ მათი მხრიდან თუ რა შემოთავაზებები შეიძლებოდა ყოფილიყო და რა ნაწილში გვეთანამშრომლა. მიხარია, რომ ჩამოვყალიბდით რამდენიმე საკვანძო საკითხზე, რომელზეც გავაგრძელებთ მუშაობას. სასიხარულოა ისიც, რომ გერმანიის საელჩო და თვითონ ელჩი მხურვალე გულშემატკივრები არიან ჩვენი ქვეყნის განვითარების“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.