მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნუ აყვებით ნაცნარატივს, არანაირ სანქციებზე საუბარი არაა, არც იქნება“ - ნიკოლოზ მჭედლიშვილი ევროპარლამენტარების განცხადებაზე

ექსპერტი ეკონომიკის დარგში

ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ პოლიტიკური პარტიები არ უნდა ელოდონ, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობა ძველებურად გაგრძელდება.

ექსპერტის შეფასებით, ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ განცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ევროკომისიამ უნდა მიიღოს:

„ექვსმა ევროპარლამენტარმა გააკეთა განცხადება, რომ თუ საქართველოში პოლიტიკური მხარეები ვერ შეთანხმდებიან, ფინანსურ დახმარებაზე გვინდა პირობითობის დაწესებაო. ატეხებს ნაცმოძრაობის პარტიულმა ტელევიზიებმა ჟრიამული, არიქა საქართველოს სანქციებს უწესებენო. იმ ექვსმა ევროპარლამენტარმა ისიც თქვა, ეს ჩვენი იდეაა, მაგრამ გადაწყვეტილებას საბოლოოდ ევროკომისია იღებსო. ასე რომ ნუ აყვებით ნაცნარატივს, არანაირ სანქციებზე საუბარი არაა, არც იქნება“, - აღნიშნავს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

ინფორმაციისთვის, 1-ელ აპრილს ევროპარლამენტარებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმად, ევროპარლამენტარები წუხილს გამოთქვამენ იმის შესახებ, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ევროკავშირის შუამავლის კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს არ დაეთანხმნენ.

ევროპარლამენტარებმა აღნიშნული განცხადება კრისტიან დანიელსონის ანგარიშის მოსმენის შემდეგ გაავრცელეს.