პოლიტიკა

ოხანაშვილი გოცირიძეს: პოლიტიკურად გალაწუნებული ვინ დადიხართ, თქვენი გადაწყვეტილებებიდან ჩანს

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი
16:45 22.05
დაკოპირებულია

"რაც შეეხება გალაწუნებას, თქვენ ამას არ გაკადრებთ, თუმცა, პოლიტიკურად როგორ დადიხართ გალაწუნებული, ჩანს თქვენი გადაწყვეტილებებიდან. თქვენ გუშინ გამობრძანდებით და ისაუბრებთ კანონპროექტის არაკონსტიტუციურობაზე, საღამოს კი, კენჭისყრის დროს მხარი დაუჭირეთ ჩვენს მიერ წარმოდგენილ პროექტს. თქვენმა კოლეგამ თინა ბოკუჩავამ, ამას არ დაუჭირა მხარი. ჩამოყალიბდით, ხომ არ გაემიჯნეთ ერთმანეთს, სხვადასხვა პოზიციებს ხომ არ აფიქსირებთ, რომ ვიცოდეთ ჩვენც და საზოგადოებამაც", - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს პლენარულ სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვისას.

ანრი ოხნაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას ურჩია ასეთი ტერმინოლოგიით არ ისაუბროს.

"თუ ქუჩაში გინდათ რომ გავიდეთ და საზოგადოებას ვკითხოთ აზრი, გთავაზობთ გავიაროთ ქუჩაში, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მოგვიწევს ჩვენი საზოგადოების დამშვიდება და დაწყნარება იმისათვის, რომ რეაქციები არ ჰქონდეთ თქვენს ასეთი უტაქტო გამონათქვამებზე", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი არ აყვება სპეკულაციებს და გააგრძელებს საზოგადოების მნიშვნელოვანი საქმის კეთებას.

"კიდევ ბევრჯერ ჩავაბარებთ ტესტს იმაში, რომ დავიცვათ ეფექტიანად ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. შესაბამისად, კანონი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ მაქსიმალურად დაბალანსებულია, თანაზომიერია, პროპორციულია და უზრუნველყოფს ერთ უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ მიზანს, რომელიც შესაძლებელია თქვენთვის არ არის მნიშვნელოვანი და ეს არის საზოგადოების ჯანმრთელობა. ამიტომ, მოეშვით პოლიტიკურ სპეკულაციებს. რაც შეეხება შეკვეთებს ბატონო რომან, როგორც ჩანს თქვენ შეკვეთების რიტორიკას არ ცვლით. ბატონი მერაბიშვილი რას უკვეთავდა და რას იღებდით, ესეც კარგად ვიცით. განაჩენი რომ კანონიერ ძალაშია შესული როგორც პოლიტიკურად, ასევე სამართლებრივად, ესეც ვიცით. თუ ამ რიტორიკით გააგრძელებთ და როგორც ჩანს აგრძელებთ სვლას, კიდევ დიდხანს დარჩება ეს განაჩენი ძალაში", - აღნიშნა ოხანაშვილმა.

ამერიკელი ბიზნესმენი

ბილ გეიტსი ჩიპიზაციაზე ბრალდებებს პასუხო...

Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი მის მიერ, კორონავირუსის ვაქცინის მეშვეობით,...
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამ...
14:35
ლარი კვირას მკვეთრი გამყარებით ასრულებს. Bloomberg-ს სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ დოლარის ღირებულება 2....
14:32
საქართველოში მობილური კომუნიკაციების ბაზარი დინამიკურად მზარდია, განსაკუთრებით მაღალია მობილური ინტე...
14:31
6 ივნისს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აბიტურიენტების...
14:30
გარემო, დაცვა გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნა
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და ევროკავშირის ორგანიზებით გარემოს დაცვის მსოფლი...
დავითაშვილი: ზრუნვა გარემოზე პრიორიტეტთა...
"გარემოს დაცვა სულ უფრო მეტ და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ყველა გამოწვევა...
თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელე...
"კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე პარტიების, კერძოდ "ნაციონალურ მოძრაობ...
2024 წლის ბოლოსთვის თსუ-ის ყველა ძირითად...
„2024 წლის ბოლოსთვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტე...