მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ომბუდსმენი: როდესაც ცივა, წყლის ჭავლის გამოყენება საერთაშრისო სტანდარტებით არასათანადო მოპყრობას უდრის

ომბუდსმენი, სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციის მხრიდან წყლის ჭავლის გამოყენებას გამოეხმაურა.

ომბუდსმენის განცხადებით, როდესაც პოლიციის მხრიდან ხდება ძალის გამოყენება, ეს ძალა უნდა იყოს პროპორციული და ადეკვატური.

„ყველაზე ძალისმიერი ძალა უნდა იყოს პირველ რიგში გამოყენებული, ხოლო უფრო მძიმე ძალა მას შემდეგ უნდა იყოს გამოყენებული, როდესაც სხვა მეთოდების გამოყენებით ვერ ხდება წესრიგის აღდგენა.

გაფრთხლება არ ყოფილა, რომ ყველას გაეგო იწყებოდა ძალის გამოყენება. პირველ რიგში ეს უნდა ყოფილიყო მოქალაქეების გაფრთხილება. იმ ვითარებაში როდესაც ცივა, წყლის ჭავლის გამოყენება საერთაშრისო სტანდარტებით უდრის არასათანადო მოპყრობას. მითუმეტეს, რომ სავარაუდოდ დაშავდნენ ის მოქალაქეები, რომლებიც არაძალადობრივად მოქმედებდნენ“, - განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ნინო ლომჯარიამ და დასძინა, რომ მას ცესკოსთან თავმჯდომარესთან თამარ ჟვანიასთან კომუნიკაცია ბოლოს 7 ნოემბერს ჰქონდა.

ინფორმაციისთვის, ოპოზიციიის წარმომადგენლებმა და მათმა მომხრეებმა პარლამენტის წინ გამართული აქციის შემდეგ ცესკოსთან გადაინაცვლეს. ცესკოსთან აქციის ნაწილი კი წყლის ჭავლით დაარბიეს. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, ისინი დაშლას არ აპირებენ.