მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ოპოზიცია თამაშობს მიხეილ სააკაშვილის თამაშს“ - იაგო ხვიჩია

პარტია გირჩის თავმჯდომარე

პოლიტიკური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის თამაშს თამაშობს.

მისი თქმით, წინა პარლამენტი ნიკა მელიას წინაშე შერცხვენილია.

ხვიჩიას განმარტებით, „გირჩი“ ოპოზიციის შეხვედრაზე მათთან შესარიგებლად მივიდა.

„მოლაპარაკების ჩაშლა, სიტუაციის გამწვავება, პარლამენტის არშედგომა და ფასილიტატორებთან მაგიდის აყირავება, არ შედის ნორმალური ადამიანების ინტერესში.“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ინფორმაციისთვის, დღეს ოპოზიციის გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა, რომლიდანაც „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ლიდერები დროზე ადრე, შეხვედრის დასრულებამდე წამოვიდნენ.

პარტიის წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი სატელევიზიო ინტერვიუში აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენელთა შორის შეინიშნებოდა აზრთა სხვადასხვაობა.

აგრეთვე იხილეთ:

დღეს ოპოზიციის გაერთიანებული შეხვედრა გაიმართება

„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ ლიდერებმა ოპოზიციის გაერთიანებული შეხვედრა მის დასრულებამდე დატოვეს