მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოპოზიციის ლიდერები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში იკრიბებიან

ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა ლეიბორისტული პარტიის ოფისში

ოპოზიციის ლიდერები "ლიებორისტული პარტიის" ოფისში იკრიბებიან.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ "ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია და ორ მთავარ საკითხს ეხება - შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.

"საკითხი არის ძალიან მარტივი. პირველი - როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ასევე საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს. მეორე - ამას სრულად უჭერს მხარს ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, გამომდინარე იქიდან, რომ მათი წარმომადგენლები ესწებოდნენ ამ მოლაპარაკებას. მესამე- დღეს ვიკრიბებით იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ დააფიქსიროს საკუთარი აზრი, რის შემდეგაც საერთო განცხადებას გავავრცელებთ და იმედი მაქვს, რომ ჩვენს პოზიციებში სხვაობა არ იქნება. ყველა ვიქნებით ერთიანები. ჩვენს ერთიან პოზიციას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა", - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, 8 მარტს ოპოზიცია და ხელისუფლება 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდა. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.