მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა სახელმწიფოს სჭირდება, პარტნიორებს უწევთ, რომ ეს ზოგიერთ ოპოზიციონერს ასწავლონ“ - გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი

„ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა სახელმწიფოს სჭირდება. ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა არის დემოკრატიის ანი და ბანი. სამწუხაროდ, პარტნიორებს უწევთ, რომ ეს ზოგიერთ ოპოზიციონერს ასწავლონ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ მოლაპარაკებები გაგრძელდება, ხელისუფლება გონივრული კომპრომისისთვის ისევ მზად არის.

„დარწმუნებული ვარ, ოპოზიციიდან გარკვეული პოლიტიკოსები მაინც შეძლებენ, ის ბარიერი გადალახონ, რაც ქვეყანაში ნოემბრიდან შეიქმნა. ჩვენი მხრიდან კომპრომისები არსებობს და თუ მოლაპარაკებები გაგრძელდება, გონივრული კომპრომისებისთვის ისევ მზად ვართ.

ეს არ იქნება ამომრჩევლის გადაწყვეტილებისა და სამართლიანობის პრინციპის საწინააღმდეგო“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ევროპული საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიატორობით მიმდინარე მოლაპარაკება შეთანხმების გარეშე დასრულდა.

ამ ეტაპზე უცნობია, გაგრძელდება თუ არა მოლაპარაკების პროცესი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„შესაძლოა, ახალი არჩევნების ჩატარებას მხარი დავუჭიროთ“ - გიორგი ხოჯევანიშვილი

იაგო ხვიჩია: „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია ძალაუფლების „დათრევისთვის“ ჩხუბობენ

„კომპრომისის მონახვა შესაძლებელია თუ მმართველი გუნდი და ოპოზიცია პოლიტიკური გამბედაობის დემონსტრირებას მოახდენს “ - პიტერ სტანო