მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ბიზნესის წარმომადგენლებთან ოზურგეთში შეხვედრა გამართეს

თალაკვაძე, თავმჯდომარე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, „ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე და გურიის მხარის რწმუნებული, ზურაბ ნასარაია მეწარმეებს და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„ქართულმა ოცნებამ უზრუნველყო ბიზნესის თავისუფლება და საკუთრების უფლების დაცვა. სახელმწიფოს ბიზნესთან სამართლიანი ურთიერთობა აქვს. ჩვენ ვისაუბრეთ განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე, პანდემიის შემდგომ ეკონომიკის აღდგენაზე. ჩვენს შორის არსებობს ნდობა, რადგან ამ წლების განმავლობაში ვიცავდით ბიზნესის თავისუფლებას. ვაპირებთ დიდი ენერგია, ძალისხმევა ჩავდოთ ბიზნესის მხარდასაჭერად და ეს იქნება ჩვენთვის პრიორიტეტი მომავალშიც“ , - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„კარგად ვიცნობ ამ სფეროს, რადგან მოვდივარ ბიზნესიდან. აუცილებლად ექნებათ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს ჩემი ძალიან დიდი მხარდაჭერა. ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ რეგიონში ბიზნესის განვითარების საკითხებზე და მის ხელშეწყობაზე“, - აღნიშნა ვასილ ჩიგოგიძემ.​