მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტმა პირბადის არ გამოყენებისთვის ჯარიმის დაწესებაზე კანონპროექტი დაამტკიცა

პარლამენტის შენობა

პარლამენტმა პირბადის ტარების წესის დარღვევაზე ჯარიმის დაწესებასთან დაკავშირებით კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ცვლილება "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შევიდა, რომლის თანახმადაც:

იზოლაციის ან/და კარანტინის წესით განსაზღვრული დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას პირბადის ტარების წესის დარღვევა ან პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება - გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირისა − 500 ლარით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროპოლიტენით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევა - გამოიწვევს მგზავრის ან მძღოლის დაჯარიმებას 20 ლარით.

ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევა - გამოიწვევს მგზავრის ან მძღოლის დაჯარიმებას 20 ლარით.

აღნიშნული ჯარიმა პანდემიის დროს იმოქმედებს. რომელ სივრცეებში, როგორი ფორმის პირბადე უნდა გამოიყენოთ და როგორ უნდა ეკეთოს ის ადამიანს - ამას საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.

როდის გაუქმდება ჯარიმა - როგორც კანონპროექტის ინიციატორი ანრი ოხანაშვილი განმარტავს, შესაძლოა იყოს პანდემიის სიტუაცია, თუმცა როდესაც აგვრცელების არეალი დიდი აღარ იქნება, მთავრობა პირბადის გამოყენების წესს გააუქმებს, შესაბამისად ჯარიმაც აღარ იმოქმედებს.

კანონი საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში.