პოლიტიკა

პარლამენტმა საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემაზე კანონპროექტი დაამტკიცა

საპატრიარქოსთვის მიწების გადაცემის კანონპროექტი დამტკიცდა
15:52 22.05
დაკოპირებულია

პარლამენტმა საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემაზე კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კერძოდ ცვლილება შედის "ტყის კოდექსის" თანმდევ "სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში".

ცვლილების თანახმად, კანონით განისაზღვრება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის (საქართველოს საპატრიარქო) ტყის ფართობების გადაცემის საკითხი.

კანონპროექტით, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შესაბამისი განაცხადის საფუძველზე საკუთრებაში გადაეცემა ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეთა ფართობები - თითოეულ შემთხვევაში არაუმეტეს 20 ჰექტრისა, აგრეთვე საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.

"ამასთან, გადასაცემი ფართობი უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ გამოყოფამ არ გამოიწვიოს არსებული სატყეო ლიტერების საზღვრების დარღვევა. ეს ჩანაწერი ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების მიღების გამარტივებას, რადგან გადასაცემიფართობი იქნება დაზუსტებული წინასწარ, კანონის საფუძველზე. სახელმწიფო ტყის ნაწილი, რომლითაც საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია სარგებლობს მიჩენის მიზნით, შესაძლებელია, საკუთრებაში გადაეცეს მას", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

ამერიკელი ბიზნესმენი

ბილ გეიტსი ჩიპიზაციაზე ბრალდებებს პასუხო...

Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი მის მიერ, კორონავირუსის ვაქცინის მეშვეობით,...
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამ...
14:35
ლარი კვირას მკვეთრი გამყარებით ასრულებს. Bloomberg-ს სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ დოლარის ღირებულება 2....
14:32
საქართველოში მობილური კომუნიკაციების ბაზარი დინამიკურად მზარდია, განსაკუთრებით მაღალია მობილური ინტე...
14:31
6 ივნისს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აბიტურიენტების...
14:30
გარემო, დაცვა გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნა
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და ევროკავშირის ორგანიზებით გარემოს დაცვის მსოფლი...
დავითაშვილი: ზრუნვა გარემოზე პრიორიტეტთა...
"გარემოს დაცვა სულ უფრო მეტ და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ყველა გამოწვევა...
თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელე...
"კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე პარტიების, კერძოდ "ნაციონალურ მოძრაობ...
2024 წლის ბოლოსთვის თსუ-ის ყველა ძირითად...
„2024 წლის ბოლოსთვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტე...