პოლიტიკა

პარლამენტში უმცირესობა და დამოუკიდებელი დეპუტატი აღარ იქნება

პარლამენტის სასესიო დარბაზი 3
16:38 26.05
დაკოპირებულია

პარლამენტში სუბიექტები - უმრავლესობა და უმცირესობა აღარ იქნება. ცვლილება პარლამენტის რეგლამენტში შედის.

რეგლამენტის პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განმარტა, რომ პარლამენტის წევრების უმრავლესობა - მინიმუმ 76 პარლამენტის წევრი მთავრობას ჩამოაყალიბებს, მაგრამ უმრავლესობა, როგორც საპარლამენტო სუბიექტი, რომელსაც თავისი აპარატი ეყოლება - ეს აღარ იქნება.

დეპუტატის თქმით, უმრავლესობაში შესვლის უფლება ექნებათ, როგორც ფრაქციას, ასევე უფრაქციო პარლამენტის წევრებს. ხოლო, საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი ყველა ფრაქცია და უფრაქციო დეპუტატი იქნება ოპოზიცია.

აქვე აღსანიშნავია, რომ პარლამენტში აღარ იქნება დამოუკიდებელი დეპუტატი და მას ჩაანაცვლებს უფრაქციო დეპუტატი, რომელიც ან საპარლამენტო უმრავლესობაში უნდა იყოს, ან ოპოზიციაში.

"რეგლამენტში ცვლილების განხორციელება გამოწვეულია იმით, რომ კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებით იცვლება მათ შორის, დასახელებებიც. კონსტიტუციაში წერია, სიტყვა - ოპოზიცია და არ არის უმცირესობა, შესაბამისად, ხდება პარლამენტის სტრუქტურის ოპტიმიზაცია, მათ შორის კომიტეტებისაც. ასევე, კონკრეტდება საპარლამენტო ცხოვრებაში როგორც უმრავლესობაში შემავალი ასევე, ოპოზიციაში არსებული ფრაქციების მონაწილეობა", - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

რეგლამენტის ახალი პროექტით, ერთი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არ ექნებათ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ან/და საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრების მიერ საერთო ფრაქციის შექმნა დაუშვებელი იქნება. პარლამენტის ყველა წევრი, რომელიც არ შევა საპარლამენტო უმრავლესობაში, განეკუთვნება საპარლამენტო ოპოზიციას.

"ოპოზიცია იქნება ყველა ის დეპუტატი, რომელიც იქნება უმრავლესობის გარეთ. აი ეს ცვლილებები იწვევს ყველა სხვადასხვა მუხლებში ცვლილების განხორციელებას, რადგან დამოუკიდებელი დეპუტატის ნაცვლად, იქნება უფრაქციო დეპუტატი, ეს ასევე იწვევს კვოტების განაწილების წესის ცვლილებას, ასევე ვიცესპიკერების განაწილების კვოტებს და არეგულირებს კომიტეტის თავმჯდომარეების, მისი მოადგილეების განაწილების პროცესს. ძირეული ცვლილებები არის ის რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა როგორც უმრავლესობის და უმცირესობის არარსებობის და უმრავლესი წევრების შეკრების სახით, ასევე კვოტების განაწილების სახით“, - განმარტა კანონპროექტის ერთ-ერთმნა ინიციატორმა.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს ბრალი წარედგინათ

განიხილავენ თუ არა შაქარაშვილის საქმეს ნ...

განიხილავენ თუ არა გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლლობის საქმეს ნაფიცი...
ირანის დედაქალაქ თეირანის პროვინციაში კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღა დაიწყო. ამის შესახებ ვი...
03:00
ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ორგანიზაცია IPSOS-ის პოლიტიკური კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კითხვაზე, „...
22:12 20.09
კასპში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მანქანის ხელოსანს წარსულში, თავდაცვის მიზნით, ორი ადამიანი ჰყავ...
21:46 20.09
„მთელი ჩემი ცხოვრება ბრძოლაში და შრომაში გავატარე და მწამს, რომ არც ეს ბარიერი იქნება ჩემთვის რთულად...
21:09 20.09
ტვენტე სევილი ოფიციალურად: აბურჯანია ოვიედოს ღირსებას დაიცა...
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი აბურჯანია კარიერას ოვიედოში გააგრძელებს. ესპანურმა კლუბმა ა...
21:03 20.09
19:11 20.09
ილჰამ ალიევი: სომხები ახალი ომისთვის ემზ...
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ სომხე...
მამუკა მდინარაძე: არ არსებობს სფერო, სად...
„არ არსებობს სფერო, სადაც არ არის ძირეული და სერიოზული წინსვლა. მაგალითად, აგროპ...
კახა კალაძე: ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ქვ...
„ჩვენი ქვეყნის წინაშე ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა. მათ შორის უმთავრესია ოკუპაცია...