მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარტია „მოქალაქეები“ ღარიბაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ

პარლამენტის წევრი 2021

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი და პარლამენტარი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მისი პარტია ღარიბაშვილის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის პოსტზე მხარს არ დაუჭერს.

„ღარიბაშვილის კანდიდატურას მხარს ნამდვილად ვერ დავუჭერთ,“ - აცხადებს იგი.

რაც შეეხება მთავრობის სხვა წევრებს, ელისაშვილი თვლის, რომ იგივე შემადგენლობა იქნება ერთი-ორი ცვლილებით.

„სხვები არ ვიცი ახლა, ნიკო ნიკოლაძეს და ექვთიმე თაყაიშვილს ისინი ვერ გააცოცხლებენ, მთავრობაში რომ მიიყვანონ და რაც იყო, ალბათ, ისევ იგივე იქნება, ერთი-ორი დეკორატიული ცვლილებით,“ - განაცხადა მან.

ელისაშვილი განსაკუთრებულ ინტერესს გამოთქვამს სამთავრობო გეგმის თაობაზე - „მე მაინტერესებს, სამთავრობო გეგმას რომ წარმოადგენენ დღეს, 1 დღეში რა სამთავრობო გეგმა დაწერეს?!“

ელისაშვილი წულუკიანის შესაძლო მინისტრობასაც ეხმიანება: „წულუკიანი თავადაც ადასტურებს, რომ კულტურის მინისტრობას აპირებს, ვნახოთ, იქნება თუ არა წულუკიანი ამ ჩამონათვალში.“ - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პოლიტსაბჭომ ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა, სავარაუდოდ დღეს პარლამენტში, ბიუროს წარედგინება. ბიუროს სხდომა დღეს 18:00 საათზეა ჩანიშნული.

აგრეთვე იხილეთ:

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პოლიტსაბჭომ ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა