მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პატიმრობისგან გათავისუფლება, სასჯელის განახევრება - პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონი მიიღო

საქართველოს პარლამენტის შენობა

პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. 

სასჯელისგან გათავისუფლდებიან პატიმრები, რომლებმაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული დანაშაული.

სისხლისსამართლებირივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებმაც ჩაიდინეს შემდეგი დანაშაული:

💠 ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება.

💠 ადგილსამყოფლის თავისუფლად არჩევის უფლების ხელყოფა.

💠 გაფიცვის უფლების ხელყოფა.

💠შრომის თავისუფლების ხელყოფა.

💠წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა.

💠ფალსიფიკაცია, ესე იგი მოტყუებით ნივთის თვისებრიობის შეცვლა მწარმოებლის ან გამსაღებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით.

💠ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა ან გასაღება.

💠პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის, მსაჯის, მწვრთნელის, გუნდის ხელმძღვანელის ან ორგანიზაციის, ანდა კომერციულ-სანახაობითი კონკურსის ორგანიზატორის ან ჟიურის წევრის მოსყიდვა შეჯიბრების ან კონკურსის შედეგზე ზეგავლენის მიზნით.

💠პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის მიერ უკანონოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის ან სხვა ქონების მიღება ანდა ქონებრივი მომსახურებით სარგებლობა შეჯიბრების ან კონკურსის შედეგზე ზეგავლენის მიზნით.

💠პროფესიული სპორტული შეჯიბრების მსაჯის, მწვრთნელის, გუნდის ხელმძღვანელის ან ორგანიზაციის, ანდა კომერციულ-სანახაობითი კონკურსის ორგანიზატორის ან ჟიურის წევრის მიერ უკანონოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის ან სხვა ქონების მიღება ანდა ქონებრივი მომსახურებით სარგებლობა შეჯიბრების ან კონკურსის შედეგზე ზეგავლენის მიზნით.

💠გადახდისუუნარობისას საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევა, რამაც რეალური ქონებრივი მდგომარეობის შეფასება გაართულა.

💠გადახდისუუნარობისას ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის ან ლიკვიდატორის მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების შეუტანლობა.

💠საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, დოკუმენტის ან იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებითი გამოყენებით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით.

💠გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

💠ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა.

💠ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით.

💠სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

💠ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის, აგრეთვე ძლიერმოქმედი ნივთიერებების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა. (ამნისტია არ შეეხება გასაღებას).

💠ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება.

💠ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონოდ მოხმარებისათვის ბინის ან სხვა სადგომის დათმობა.

💠ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება.

💠მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან/და გადაგზავნა.

💠ნარკომანის მიერ სპეციალურ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებაში იძულებითი მკურნალობისათვის ჯიუტად თავის არიდება.

💠მგზავრის, ფეხით მოსიარულის ან მოძრაობის სხვა მონაწილის მიერ ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

💠სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევა.

💠უკანონო თევზჭერა.

💠ნადირობა სათანადო ნებართვის გარეშე, ანდა აკრძალულ ადგილას ან აკრძალულ დროს, ან აკრძალული იარაღით ან საშუალებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

💠წვევამდელის მიერ სამხედრო ან ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის თავის არიდება.

💠სამხედრო სამსახურში მყოფის მიერ სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება, აგრეთვე სამსახურში (ნაწილში) საპატიო მიზეზის გარეშე დროულად გამოუცხადებლობა ორ დღე-ღამეზე მეტი ხანგრძლივობით, მაგრამ არა უმეტეს ათი დღე-ღამისა.

💠დეზერტირობა, სამხედრო ქონების გაუფრთხილებლობით დაზიანება ან განადგურება.

ცალკეულ შემთხვევებში წინაპირობად გათვალისწინებულია ნასამართლობის არქონა.

➖სასჯელისგან გათავისუფლებიან ქურდობისთვის და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვისთვის დაპატიმრებულები. ასეთ შემთხვევაში, წინაპირობად გათვალისწინებულია ნასამართლობის არქონა.

➖სასჯელისგან გათავისუფლდება მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ მეურვისათვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების დამრღვევი პირი.

➖სასჯელისგან გათავისუფლდება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტიორი ან/და რეექსპორტიორი.

➖სასჯელისგან გათავისუფლდება ნასამართლეობის არ მქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა შემდეგი დანაშაულებები: თაღლითობა (სხვისი ნივთის დაუფლება), სხვისი ნივითის გაფლანგვა, ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ასეთ შემთხვევაში, დაზარალებულმა თანხმობა უნდა განაცხადოს, რომ პირზე გავრცელდეს ამნისტია.

დაზარალებულის თანხმობის შემთხვევაში სასჯელისგან გათავისუფლებიან შემდეგი დანაშაულისთვის:

➖თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით.

➖სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა.

➖ქონებრივი დაზიანება მოტყუებით.

➖სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მიყენებული ზიანის ანაზღაურების შემდეგ სასჯელისგან გათავისუფლდებიან შემდეგი დანაშაულისთვის:

➖საავტორო უფლების ობიექტზე ავტორობის მითვისება ან თანაავტორობაზე იძულება.

➖ გამოგონების, სასარგებლო მოდელის, დიზაინის, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის, მცენარის ან ცხოველის ახალი ჯიშის ავტორობის მითვისება ან თანაავტორობაზე იძულება .

➖ფასიანი ქაღალდების ბაზრის წესის დარღვევა.

დაზარალებულის თანხმობის შემთხვევაში სასჯელისგან გათავისუფლებიან შემდეგი დანაშაულისთვის: (ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელი პირობაა ზარალის ანაზღაურება).

➖ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა. (გარდა ოჯახში დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა). აგრეთვე გამორიცხულია სისტემატიური ცემა.

➖უსაფრთხოების ტექნიკის ან შრომის დაცვის სხვა წესის დარღვევა ამ წესის დაცვისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

➖მომხმარებლის მოტყუება ზომაში, წონაში ან ანგარიშში, ანდა მისთვის მცდარი წარმოდგენის შექმნა საქონლის სამომხმარებლო თვისების ან ხარისხის შესახებ, აგრეთვე მისი სხვაგვარი მოტყუება მომსახურებისას, რამაც მომხმარებელი მნიშვნელოვნად დააზიანა.

➖ უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

➖ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

➖ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

➖ სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის, ნებართვის ან ლიცენზიის გარეშე ანდა სანებართვო ან სალიცენზიო პირობების დარღვევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ან რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

➖ცრუ მეწარმეობა.

➖ეკომარკით უკანონოდ სარგებლობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

➖ბუღალტრული აღრიცხვის წესის დარღვევა.

➖სატრანსპორტო საშუალების, გზის, სიგნალიზაციის, კავშირგაბმულობის საშუალების ან სხვა სატრანსპორტო მოწყობილობის უხარისხო რემონტი, აგრეთვე ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვება, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

➖სატრანსპორტო საშუალების, გზის, სიგნალიზაციის, კავშირგაბმულობის საშუალების ან სხვა სატრანსპორტო მოწყობილობის დაზიანება, განადგურება ან ექსპლუატაციისათვის სხვაგვარად გაუვარგისება, აგრეთვე სატრანსპორტო კომუნიკაციის ბლოკირება, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

ამნისტიისთვის ერთ-ერთი პრინციპული მიდგომაა ზიანის ანაზღაურება, ასეთ შემთხვევაში სასჯელისგან გათავისუფლებიან პირები, რომლებიც შემდეგი დანაშაული ჩაიდინეს:

➖სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

➖ბანკისათვის ან სხვა კრედიტორისათვის სამეურნეო ან ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობის მიწოდება კრედიტის მიღების ან მისი ოდენობის გაზრდის ანდა შეღავათიანი კრედიტის მიღების მიზნით, აგრეთვე მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

➖ჩეკის ან საკრედიტო ბარათის ბოროტად გამოყენება, რამაც გამნაღდებელი მნიშვნელოვნად დააზიანა.

ამნისტია შეეხება, აგრეთვე, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულებს.

სასჯელისგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც შემდეგი დანაშაული ჩაიდინა:

➖ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა.

➖ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა.

პირებს, რომლებსაც ნარკოდანაშაულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული, სასჯელის სახე გარდაექმნებათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად, რომელიც განისაზღვრება 20 წლით. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტი მსჯავრდებულის უფრო ადრე გათავისუფლებას ითვალისწინებს.

გაუნახევრდება დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა შემდეგი დანაშაული:

➖ სააღსრულებო საქმიანობა ლიცენზიის გარეშე.

➖ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება ან გასაღება.

➖ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივითიერების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა (დიდი ოდენობით; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; არაერთგზის; იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული). სასჯელი არ შემსუბუქდება გასაღების შემთხვევაში.

სასჯელი გაუნახევრდება ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა შემდეგი დანაშაული: (ბრალდებულმა მიყენებული ზიანი უნდა აანაზღაუროს და დაზარალებულმა თანხმობა განაცხადოს,რომ პირს ამნისტია შეეხოს).

➖ყალბი აქციზური მარკების დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება.

სასჯელი გაუნახევრდება ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა შემდეგი დანაშაული: (ბრალდებულმა მიყენებული ზიანი უნდა აანაზღაუროს).

➖მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა.

➖დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება, ქონების ან მისი ნაწილის გასხვისება გადასახადისათვის თავის არიდების მიზნით.

სასჯელი გაუნახევრდება ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა შემდეგი დანაშაული: (ბრალდებულმა მიყენებული ზიანი უნდა აანაზღაუროს და თითოეულმა დაზარალებულმა თანხმობა განაცხადოს,რომ პირს ამნისტია შეეხოს)

➖ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა).

➖ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, აგრეთვე თუ იგივე ქმედება ჩადენილია დიდი ოდენობით.

➖თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, იგივე ქმედება ჩადენილია არაერთგზის.

➖მითვისება ან გაფლანგვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. საქმე ეხება დიდი ოდენობით გაფლანგვას.

➖ნივთის დაზიანება ან განადგურება ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით.

➖უკანონო ქმედება გადახდისუუნარობისას.

➖ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით.

➖მომხმარებლის მოტყუება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; დიდი ოდენობით.

ერთი მეოთხედით შეუმცირდება დანიშნული სასჯელი პირს, რომელმაც ჩაიდინა შემდეგი დანაშაული:

➖საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესის დარღვევა.

➖საზღვარგარეთიდან უცხოურ ვალუტაში თანხის დაუბრუნებლობა, თუ საქართველოს კანონმდებლობით სავალდებულოა მისი გადმორიცხვა საქართველოს უფლებამოსილი ბანკის ანგარიშზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

➖ცივი იარაღის ტარებისთვის განმეორებით ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის, ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის ანდა იმ პირის მიერ, რომლის მიმართაც გამოცემულია დამცავი ან შემაკავებელი ორდერი (ამ ორდერის მოქმედების პერიოდში), ან განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.

➖ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება ( განსაკუთრებით დიდი ოდენობით; არაერთგზის,ორგანიზებული ჯგუფის მიერ).

ერთი მეოთხედით შეუმცირდება დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა შემდეგი დანაშაული:

➖ფეთქებადი, ადვილად აალებადი, მწვავე ნივთიერების ან პიროტექნიკური ნაკეთობის აღრიცხვის, შენახვის, გადაზიდვის ან გამოყენების წესის დარღვევა, აგრეთვე მისი უკანონო გადაგზავნა ფოსტით ან ბარგით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

➖განსაკუთრებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ( არ ეხება უკანონო გასაღებას).

➖განსაკუთრებული დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება. ( არ ეხება უკანონო გასაღებას).

ერთი მეოთხედით შეუმცირდება დანიშნული სასჯელი პირს, რომელმაც ჩაიდინა შემდეგი დანაშაული: (იმ შემთხვევაში თუ დაზარალებული თანხმობას განაცხადებს, რომ პირს ამნისტია შეეხოს)

➖სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, აგრეთვე თუ ეს დანაშაული ჩადენილია ჯგუფურად, არაერთგზის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა).

ერთი მეოთხედით შეუმცირდება დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა შემდეგი დანაშაული: (მან უნდა აანაზღაუროს დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი)

➖საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, დოკუმენტის ან იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებითი გამოყენებით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით

➖განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება.

ერთი მეოთხედით შეუმცირდება დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა შემდეგი დანაშაული: (იმ შემთხვევაში თუ დაზარალებული თანხმობას განაცხადებს, რომ პირს ამნისტია შეეხოს)

➖დანაშაულის პროვოკაცია, ესე იგი სხვისი დაყოლიება დანაშაულის ჩასადენად მისი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

➖დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება.

ერთი მეოთხედით შეუმცირდება დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა შემდეგი დანაშაული (იმ შემთხვევაში თუ ზიანი ანაზღაურებული იქნება, დაზარალებული კი, თანხმობას განაცხადებს, რომ პირს ამნისტია შეეხოს)

➖სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმის ჩაყენება, ვისაც შესაძლებლობა არა აქვს, მიიღოს ზომები თავის დასაცავად.

➖დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება.

➖სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობა, თუ დამნაშავეს შეეძლო მისი დახმარება თავისთვის ან სხვისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე, აგრეთვე დახმარების საჭიროების შესახებ სათანადო დაწესებულებისათვის ან პირისათვის შეუტყობინებლობა.

➖ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ ავადმყოფის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).

➖უკანონო აბორტი, აგრეთვე იგივე ქმედება, ჩადენილი უკანონო აბორტისათვის მსჯავრდებულის მიერ, ან რამაც გამოიწვია შვილოსნობის სამუდამო მოშლა ან სხვა მძიმე შედეგი.

➖ სამკურნალოდ, გადასანერგად, ექსპერიმენტისათვის ან სამკურნალო პრეპარატის დასამზადებლად ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის აღების იძულება.

➖სისხლით ან სისხლის კომპონენტებით უკანონო ვაჭრობა, ჩადენილი ანგარებით.

➖დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

➖წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; არაერთგზის; ავტომობილის მიმართ; დიდი ოდენობით; (გარდა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღებისა ან გასაღების მიზნის არსებობისა).

➖სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, არაერთგზის. (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა)

➖ სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი.

➖ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი.

➖ სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

კანონის ამოქმედების მომენტისათვის ვადიანი თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ ქალს სასჯელის მოუხდელი ნაწილი ვადით შინაპატიმრობით შეეცვლება დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ხოლო ბრალდებულ ქალს დანიშნული ვადიანი თავისუფლების აღკვეთის ვადით შინაპატიმრობით შეეცვლება დანიშნული სასჯელი, თუ აღნიშნული მსჯავრდებული ქალი/ბრალდებული ქალი, ამ კანონის თანახმად, სრულად არ თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის მას ჰყავს
არასრულწლოვანი შვილი და იგი ბრალდებულია/მსჯავრდებულია შემდეგი დანაშაულისთვის:

➖დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ

➖დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ

➖დანაშაული ფულად-საკრედიტო სისტემაში

➖დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში

➖ნარკოტიკული დანაშაული (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს ისეთი დანაშაული, რომელიც მოიცავს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებას).

სასჯელის შეცვლა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ქალი მსჯავრდებულია/ბრალდებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირს სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადით შინაპატიმრობით შეეცვლება დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, თუ აღნიშნული პირი, ამ კანონის თანახმად, სრულად არ თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, მან სასჯელის მოხდის პარალელურად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოიპოვა სტუდენტის სტატუსი, მას ეს სტატუსი შეჩერებული არ აქვს, იგი პატიმრობის კოდექსით დადგენილი წესით სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მსჯავრდებულია შემდეგი დანაშაულისთვის:

➖დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ.

➖დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ.

➖დანაშაული ფულად-საკრედიტო სისტემაში.

➖დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში.

➖ნარკოტიკული დანაშაული (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს ისეთი დანაშაული, რომელიც მოიცავს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებას).

სასჯელის შეცვლა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც პირი მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ან იგი სტუდენტის სტატუსს ამ კანონის ამოქმედების შემდეგ მოიპოვებს.

გარდა ამისა, კანონპროექტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ჯარიმისაგან სრულად თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და ჯარიმის დაკისრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის. თუ სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ არის აღსრულებული, ამნისტია გავრცელდება მხოლოდ ჯარიმის აღუსრულებელ ნაწილზე.