მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შედის

პატრიოტთა ალიანსის წევრი ავთანდილ ენუქიძე

„პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეოთხე ნომერი ავთანდილ ენუქიძე საპარლამენტო მანდატის დატოვებაზე უარს არ ამბობს და საკანონმდებლო ორგანოში შედის. 

როგორც ენუქიძე აცხადებს, ის რჩება „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერად და მეგობრად.

ამასთან, ენუქიძე ამბობს, რომ ჯერ არ იცის თუ როდის შევა პარლამენტში.

„როდის შევალ პარლამენტში არ ვიცი, მაგრამ მანდატი არ ჩამიბარებია და არც ჩავაბარებ. მათ აქვთ ისეთი შეხედულება, მე ასეთი. ჩვენთან პარტიაში თავისუფალი ადამიანები ვართ, არავინ არავის არ ზღუდავს და ვერც შემზღუდავს, არც უცდია არავის ჩემი შეზღუდვა, პირიქით“, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში ენუქიძემ.

აღსანიშნავია, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა. პარტიის გენერალური მდივნის ირმა ინაშვილის განცხადებით, მათი მოთხოვნა ხელისუფლების მიმართ უცვლელია. „პატრიოტები“ ხელახალ არჩევნებსა და ცესკოს ფორმირებას მოითხოვენ.

ისინი მიიჩნევენ, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. „პატრიოტთა ალიანსს“ 4 მანდატი აქვს.

👉 ინფორმაციისთვის, 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი, 30 იქნება.

👉 პარტია, რომელიც საბოლოო შედეგით, არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 ირმა ინაშვილი: ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს!

🔴 ირმა ინაშვილი: ენმ და „ქართული ოცნება“ ერთდროულად ზეიმობს, ეს შედეგები შეიცვლება