მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პოლიტიკოსები შეეცადნენ, გახარიას მაღალ რეიტინგულობა არ ყოფილიყო ფართო განხილვის საგანი“- კახა ქემოკლიძე

მაქსიმუმს გავაკეთებ რათა პრემიერ-მინისტრის ნდობა და მანდატი გავამართლო

მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის კახა ქემოკლიძე სოციალურ ქსელში IRI-ს კვლევას გამოეხმაურა.

ის აღნიშნავს, რომ პოლიტიკურ კონტექსტში, როგორც ერთი, ისე მეორე მხარის პოლიტიკური ფიგურები შეეცადნენ, გახარიას მაღალ რეიტინგულობა არ ყოფილიყო ფართო განხილვის საგანი.

„მინდა გაგიზიაროთ ჩემი დაკვირვება IRI-ის გუშინდელი კვლევის პოლიტიკურ შეფასებებთან დაკავშირებით, ვგულისხმობ კვლევის იმ ნაწილს, სადაც გახარიას, როგორც პოლიტიკური ლიდერის მიმართ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ყველაზე მაღალი ნდობაა გამოხატული.

საკმაოდ საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა - ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაციის კვლევის ერთ-ერთი ყველაზე უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი ნაწილი (პოლიტიკური ფიგურების პერსონალური რეიტინგი) იყო შეგნებულად ნაკლებად აქცენტირებული.

პოლიტიკურ კონტექსტში, გამოჩნდა, რომ როგორც ერთი, ისე მეორე მხარის პოლიტიკური ფიგურები შეეცადნენ, გახარიას მაღალ რეიტინგულობა არ ყოფილიყო ფართო განხილვის საგანი.
ეს ტენდენცია პირდაპირპროპორციულად აისახა ამავე კვლევით ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებში.

P.S. შეგნებულად არ ვასახელებ კონკრეტულ ტელევიზიებს და იმედს ვიტოვებ, რომ საზოგადოება შესაბამის დასკვნებს თავად გააკეთებს“- წერს კახა ქემოკლიძე.

ინფორმაცვიისთვის, IRI-ს კვლევის თანახმად, საზოგადოების ნდობის რეიტინგში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პატრიარქის შემდეგ, ექსპრემიერი გიორგი გახარია დაასახელა.

იხილეთ აგრეთვე:

✅„გახარია „ქართული ოცნებისთვის“ არის სახიფათო პოლიტიკური პროექტი“ - სალომე სამადაშვილი

✅პატრიარქი 89%, გიორგი გახარია 65% - IRI-ს კვლევა

✅„ქართული ოცნება“ 35%, „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ 18% - როგორია პარტიების რეიტინგი?