მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პოლიტპატიმარი იყო მერაბ კოსტავა, უგულავა ისეთი გამოვიდა ციხიდან, ხარს წააქცევს რომ მიუშვა“ - ედიშერ გვენეტაძე

ისტორიკოსი პოლიტპატიმრებზე

ისტორიკოსმა ედიშერ გვენეტაძემ „ტვ პირველის“ ეთერში პოლიტპატიმრის ცნებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გიგი უგულავა ციხეში ქურდობისთვის იჯდა და მას პოლიტპატიმრის სტატუსი არ უნდა ჰქონდეს.

გვენეტაძემ 9 წლის წინანდელი 26 მაისი გაიხსენა და წინა ხელისუფლების ქმედება დაგმო.

მისი განცხადებით, ადამიანებს, რომლებმაც ქართველ ხალხს სისხლი ადინა, ხელისუფლებაში მოსვლაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეთ.

„ძალიან გთხოვთ, პოლიტპატიმრის ცნებას ნუ შეურაცხყოფთ, პოლიტპატიმარი იყო მერაბ კოსტავა. შეხედეთ მის ფოტოს როგორ გამოიყურებოდა ციხეში, უგულავა არის ქურდი. მოიპარა 50 მილიონი, ციხიდან ისეთი გამოვიდა, ხარს რომ დაატაკოთ, წააქცევს და ეგ არის პოლიტპატიმარი? არ დაგვავიწდეს 9 წელი გავიდა იმ სისხლიანი 26 მაისიდან. გახსოვთ რა მოხდა იმ ღამეს. სისხლი ადინეს ქართველ ხალხს და ამათ უნდა ხელისუფლებაში მოსვლა ისევ? ბევრი რამ არ მომწონს ხელისუფლებაში, მაგრამ ამათ მოსვლას თემურ ლენგის მოსვლა მირჩევნია“, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.