მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს ხვდება

პრეზიდენტის რეზიდენცია

ათონელის რეზიდენციაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდება.

დღესვე პრეზიდენტი შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს შეხვდა, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მამუკა მდინარაძე და მიხეილ სარჯველაძე იმყოფებოდნენ.

შეხვედრებზე განსახილველი საკითხი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი იყო.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის აზრით, პრეზიდენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებების კანონპროექტს ვეტო უნდა დაადოს.

5 და 6 მაისს სალომე ზურაბიშვილმა ინდივიდუალური შეხვედრები აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან გამართა.