მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: ანტიკრიზისულმა გეგმამ ვირუსის მართვის თვალსაზრისით გაამართლა

პრემიერ-მინისტრი 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მთავრობის ანტიკრიზისულმა გეგმამ ვირუსის მართვის თვალსაზრისით გაამართლა.

გახარია ამბობს, საქართველო ეპიდემიის გავრცელების რისკებს აკონტროლებს.

„ნათელია, რომ ვირუსი არსად წასულა, ყველა კარგად ვხედავთ და გვესმის, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა მძიმედ ებრძვის ვირუსის გამოწვევებს. თავიდანვე ვაცხადებდით, რომ ჩვენი ძირითადი მიზანი გახლავთ ბრძოლა და გამარჯვება, პირველ რიგში მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ამასთან, რა თქმა უნდა, ეკონომიკური კრიზისის დაძლევა და ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება“, - აღნიშნა გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

მთავრობის მეთაურმა ანტიკრიზისული გეგმის შეფასებისას აღნიშნა, რომ კომუნალური გადასახადების კომპენსირებით მილიონ 200 ათასმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა.

მისივე თქმით, აქამდე არცერთ მთავრობას თვითდასაქმებულები არ გახსენებია.

„ეს იყო 1200 ლარი 6 თვის განმავლობაში, თვითდასაქმებულების მხარდაჭერა, რომელიც ამ ქვეყანაში არასოდეს არ განხორციელებულა. აქამდე საქართველოს არცერთ მთავრობას თვითდასაქმებული არ გახსენებია. თვითდასაქმებულების მხარდასაჭერად ერთჯერადად გამოვყავით 300 ლარი“, - დასძინა გახარიამ.