მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: ბიზნესვიზიტორების რაოდენობა 4000 ადამიანს ასცდა

საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი

„ჩვენ გვაქვს რისკის შემცველი კიდევ რამდენიმე მიმართულება. მოგეხსენებათ, რომ ნაცვალგების პრინციპიდან გამომდინარე, რამდენიმე ქვეყანას საზღვრები გავუხსენით. დღეის მონაცემებით, ამ მიმართულებით ქვეყანაში უკვე შემოსულია 1520 განაცხადი და ამ მომენტისთვის ქვეყანაში 751 ტურისტი იმყოფება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე განაცხადა.

მისი თქმით, ბიზნესვიზიტორების მიმართულება უკიდურესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანაში ეკონომიკა არ გაცივდეს და ეკონომიკური აქტივობები ნელ-ნელა გაძლიერდეს.

„ამ ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვაც ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა და შტაბმა შესაბამისად ამ მიმართულებას ყურადღება უნდა მიაქციოს. ბიზნესვიზიტორების რაოდენობა 4000 ადამიანს ასცდა ამ პერიოდის განმავლობაში, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ეს ადამიანი ახლა საქართველოშია, თუმცა, იმისთვის, რომ ეკონომიკა არ გაცივდეს და ეკონომიკური აქტივობები ნელ-ნელა გავაძლიეროთ, ბიზნესვიზიტორების მიმართულება უკიდურესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.