მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: დახურულ სივრცეებში სოციალური ღონისძიებების ჩატარების კონტროლი უკიდურესად გამკაცრდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2020

„დახურულ სივრცეებში სოციალური ღონისძიებების ჩატარების კონტროლი უკიდურესად გამკაცრდება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ღია სივრცის პირობებში დამატებითი მოთხოვნები იქნება, თუმცა ნაკლებად მსუბუქი.

„ამასთან ერთად აუცილებელია სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების კიდევ უფრო გამკაცრება, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში. ამის აშკარა მაგალითი გვაჩვენა აჭარამ, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში დიდი ქორწილები ჩატარდა. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მსგავსი ქორწილები იყო ინფიცირების წყარო.

ამიტომ, დახურულ სივრცეებში სოციალური ღონისძიებების ჩატარების კონტროლი უკიდურესად გამკაცრდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს არ ეხება ღია სივრცეს. ღია სივრცის პირობებში დამატებითი მოთხოვნები იქნება, მაგრამ შედარებით მსუბუქი იქნება“, - აღნიშნა პრემიერმა.