პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადამზიდავი კომპანიების ხელმძღვანელებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანაშრომლობისკენ მოუწოდებს.
პრემიერი ამბობს, რომ მძღოლები, რომლებიც სატრანზიტო ფუნქციას ასრულებენ ვირუსის გავრცელების კუთხით რისკის შემცველები არიან.
"დღეს ჩვენ ქვეყანაში გვყავს 8 ახალი ინფიცირებული, აქედან 6 საკარანტინო ზონიდან არის, 2 ადამიანი არის სატვირთო მანქანების მძღოლები. პირველ რიგში მინდა, გადამზიდავი კომპანიის მფლობელებსა და ხელმძღვანელებს მოვუწოდო, რომ მჭიდროდ ითანამშრომლონ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და საკოორდინაციო შტაბთან, რამეთუ ნათელია, რომ მძღოლები, რომლებიც სატრანზიტო ფუნქციას ასრულებენ არიან ყველაზე მაღალი რისკის შემცველები", - განაცხადა პრემიერმა.