მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: განვიხილავთ გაზიფიცირების შემდგომ 3 წლიან გეგმას

გახარია სხდომაზე

„დღეს, ჩვენ, მთავრობაზე განვიხილავთ გაზიფიცირების პროგრამის შემდგომ გაგრძელებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ განიხილება გაზიფიცირების შემდგომი 3 წლიანი გეგმა, რომელიც 2022-2024 წლებს შეეხება.

„მოგეხსენებათ, რომ დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს მთავრობის მიერ დამტკიცებული 3 წლიანი გაზიფიცირების გეგმა, რომელიც 2021 წელს სრულდება. ჩვენ, რეგიონებში ბევრი ვიზიტების შემდგომ ვნახეთ, რომ ამ პროგრამის გაგრძელებაზე მოთხოვნა არსებობს და დღეს, ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, განვიხილოთ გაზიფიცირების შემდგომი 3 წლიანი გეგმა, რომელიც შეეხება 2022-2024 წლებს და მინდა გითხრათ, რომ ფაქტობრივად, ქვეყნის გაზიფიცირება, ამ გაზიფიცირების გეგმის დასრულების შემდგომ, 2024 წლისთვის იქნება სრულად დასრულებული და საქართველოს ექნება ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გაზიფიცირების. ეს იქნება დაახლოებთ 90 პროცენტი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.