მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა დროებით ოკუპირებულია, ჩვენი გზა გაერთიანებამდე მიდის

პრემიერ-მინისტრი 2021

„დღევანდელი დღე, 25 თებერვალი, არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამავდროულად, ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რაოდენ დიდია ჩვენი გმირების ღვაწლი ჩვენი სამშობლოს წინაშე“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა დროებით ოკუპირებულია, სახელმწიფოს გზა გაერთიანებამდე მიდის.

„ჩვენმა გმირებმა, მათ შორის იუნკერებმა, გაწირეს საკუთარი სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. ამიტომ, ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა, დროებით არის ოკუპირებული, ჩვენი გზა გადის ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე, დემოკრატიაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე. ეს არის გზა, რომელიც საბოლოო ჯამში, მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაზე.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი საერთო ამოცანა, საერთო მიზანი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, ჩვენი ხალხის და ჩვენი ერის გაერთიანება. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული გმირების წინაშე და მინდა დიდი პატივი მივაგო მათ ხსოვნას “, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციისთვის, 921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა.

დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება.

დამოუკიდებლობის დასაცავად საქართველოს მოქალაქეების ბრძოლა ხუთი კვირა მიმდინარეობდა.

25 თებერვალს დაწყებული საბჭოთა ოკუპაცია 70 წელს გაგრძელდა.