მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი რთველზე: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული მოსავალი იყო

პრემიერ მინისტრიი

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული მოსავალი იყო“, - ასე გამოეხმაურა რთველის მოსავალს საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი გახარია.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მეღვინეებმა 277 ათასი ტონა ყურძენი ჩაიბარეს.

„მინდა შევეხო რთელს, რომელიც დასრულდა. 30 წლის განმავლობაში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს იყო რეკოდრდული მოსავალი. 277 ათასი ტონა ყურძენი ჩაიბარეს ჩვენმა მეღვინეებმა მთავრობასთან და სახელმწიფოსთან ერთად. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო რთველი, გამოწვევებით სავსე რთველი პანდემიის პირობებში. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენს მევენახეებს, ჩვენს გლეხებს დავდგომოდით გვერდით. ასევე ეფექტურად ჩაიარა რთველმა რაჭა-ლეჩხუმშიც. აქაც რეკორდული მოსავალი იყო 1400 ტონამდე სხვადასხვა ჯიშის ყურძნები იყო ჩაბარებული.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეფექტურად იყო ჩატარებული როგორც ატმის, ასევე ვაშლის მოსავალი. მადლობა მინდა გადავუხადო სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ბატონ ლევან დავითაშვილს“, - განაცხადა პრემიერმა.