მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: შესანიშნავი, იდეალური არჩევნები უნდა ჩავატაროთ

საქართველოს პრემიერი

"ყველა ის სოციალური პროგრამა, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ, არის გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენს ეკონომიკას, თითოეულ მოქალაქეს, ოჯახს ჰქონდეს შესაძლებლობა, რაც შეიძლება სწრაფად და მინიმალური დაკნაკლისებით გამოვიდეთ ამ კრიზისიდან, იყო",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება.

მისივე თქმით, კრიზისის პირობებში ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ქვეყანა გამოწვევებს გაუმკლავდეს, მეორეს მხრივ, იდეალური არჩევნები ჩატარდეს.

„კრიზისი არის ჩვენთვის ერთმნიშვნელოვნად შესაძლებლობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ კრიზისის შემდეგ ქვეყანაში არ დარჩეს დაუსრულებელი მშენებლობები, გავაკეთებთ და ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ კრიზისის შემდგომ, ისე როგორც 2008 წლის შემდგომ ათობით ათასი ადამიანი არ გაღატაკდეს, რადგან მათ გადაიხადეს საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად კონკრეტული თანხები და დარჩნენ საკუთრებების გარეშე. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ კრიზისის შემდეგ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა იყოს კიდევ უფრო ძლიერი. რა თქმა უნდა, უნდა გვესმოდეს, რომ ინფექცია და Covid-19, სამწუხაროდ, იქნება ჩვენთან და უნდა შევძლოთ ადაპტაცია, რისკების მართვა, რათა არასდროს მოგვიწიოს ისეთი მკაცრი შეზღუდვების დაწესება, როგორც ბოლო 2 თვეში და გარწმუნებთ, რომ ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ. ეს არ იქნება მარტივი, მოგვიწევს ყოველდღიური შრომა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ერთად ვიზრუნოთ ერთმანეთზე, ქვეყანაზე უახლოესი 6 თვე, რომელიც იქნება უკიდურესად რთული, როგორც ეპიდემიის, ისე ეკონომიკური გამოწვევების თვალსაზრისით და ჩვენ უნდა ჩავატაროთ შესანიშნავი, იდეალური, საუკეთესო არჩევნები ამ ქვეყანაში,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.