მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები 6 თვის განმავლობაში 600 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ

გახარია სხდომაზე

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებენ. აღნიშნულის შესახებ მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

"მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ასევე 6 თვის განმავლობაში ისარგებლებენ 600 ლარის დახმარების ოდენობის სახელმწიფოს მხრიდან. დღეს საქართველოში ჩვენ გვყავს ასეთი 40 ათასი მოქალაქე. ამ ღონისძიების მოცულობა გახლავთ 25 მილიონი ლარი", - აღნიშნა პრემიერმა.