პოლიტიკა

პრემიერმა ყველა პოლიტიკურ სუბიექტს უფრო მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღირსეული პარტნიორი 2020-ზე
10:30 ხუთ. 29 ოქტომბერი
დაკოპირებულია

როგორც ყველანი ერთად თვალყურს ვადევნებთ, მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულდება, განსაკუთრებით, ეს აშკარაა და სახეზეა ევროპაში. ჩვენთანაც, ქვეყანაში, სამწუხაროდ ინფიცირების შემთხვევები იზრდება, თუმცა ყველას მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ამავე დროს, ვიმყოფებით წინასარჩევნო პროცესში, სულ რამდენიმე დღეში ჩვენ არჩევნები გავქვს და სამწუხაროდ, ყველანი ვხედავთ, რომ ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა გლობალურ პანდემიასაც პოლიტიკური ინტერესების ჭრილში ცდილობს გამოიყენოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა ყველა პოლიტიკურ სუბიექტს უფრო მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა.

„მე მინდა, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მოვუწოდო უფრო მეტი პასუხისმგებლობისკენ, მოდით, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე, ერთად დავიცვათ წესები და ერთად მოვუწოდოთ მოქალაქეებს, რომ ვატაროთ პირბადე. წესების დაცვა არის ერთადერთი სწორი გზა ნაკლები შეზღუდვებისკენ. წესების დაცვა არის ერთადერთი სწორი ბალანსი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის და მინიმალური ზიანის მიყენების ეკონომიკისთვის.

ვხედავთ, რომ ეს რამდენიმე დღე, რაც დარჩა არჩევნებამდე არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რამეთუ ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდება 31 ოქტომბერს. მინდა გითხრათ, რომ ყველა საარჩევნო უბანზე სრულად იქნება დაცული ის წესები, რომელიც ეპიდემიოლოგების მიერ იყო დადგენილი და ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავანახოთ მსოფლიოს, კოვიდის პირობებში, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო, დემოკრატიული, ღია არჩევნების ჩატარება როგორ შეგვიძლია აქ, საქართველოში,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის მინისტრთან ერთად კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა

მთავრობა კორონავირუსის გამო ახალ შეზღუდვ...

როგორც 25 ნოემბრის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინი...
26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 124 გარდაცვალების შემთხვევა. ამჟამინდელი მონაცემებით, ქვეყანაში...
53 წუთის წინ
შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა კა...
10:27
მათივე ცნობით, 2020 წელს პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებიდან გამომდინარე ჩემპიონატი სამ ეტაპად ჩატარდ...
10:26
„ჩემთვის დიდი პატივია გენერალ მაიკლ ფლინის სრული შეწყალების შესახებ განვაცხადო. მას და მის ოჯახს ვულ...
10:23
ტაბიძეზე სახლი იწვის

ხორავას ქუჩაზე ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლ...

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა....
23:50 ოთხ. 25 ნოემბერი
25 ნოემბრის მიმოხილვა
🔺 დიეგო მარადონა გარდაიცვალა დღეს, 25 ნოემბერს ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთე...
23:27 ოთხ. 25 ნოემბერი
ნინო კალანდაძე: პროკურატურაში გამოკითხვა...
„ვინაიდან მაქვს უფლება, გამოკითხვა ჩატარდეს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, ცხადი...
23:19 ოთხ. 25 ნოემბერი
ზაზა წერეთელი: ბიზნეს სექტორი გაგებით უნ...
მისი თქმით, შეზღუდვები, რომელზეც საქართველოს მთავრობა ბიზნესისა და ჯანდაცვის სფე...