მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრეზიდენტი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

პრეზიდენტებისა და ელჩების შეხვედრა

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში შეხვედრა გამართა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრეზიდენტმა ელჩებთან ერთად დეტალურად განიხილა შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა და არსებული სიტუაციიდან გამოსვლის გზები.

შეგახსენებთ, რომ დღეს სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა. ამავე ღონისძიებისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ასევე 21 პირი დააკავა.

ნიკა მელიას დაკავებას ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების პროტესტი მოჰყვა. საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დაიწყო, რომელმაც შემდეგ საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლა.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან კარვები გაშალეს და აცხადებენ, რომ მათი ნაწილი ღამის გათევას ადგილზე აპირებს.