მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრეზიდენტი: მნიშვნელოვანია, რომ თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაცია ხელახლა აღუთქვამს მხარდაჭერას შავი ზღვის უსაფრთხოებას

პრეზიდენტის ბრიფინგი 2019

„ის ფაქტი, რომ ახალი ადმინისტრაცია თეთრ სახლში მზად არის ხელახლა აღუთქვას მხარდაჭერა ნატო-ს და შავი ზღვის უსაფრთხოებას, აჩვენებს, რომ კავკასია მნიშვნელოვანია, მით უფრო, რომ ჩვენს რეგიონში ვხედავთ ჯარების ახალ კონფიგურაციას, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს შავი ზღვისა და კავკასიის მნიშვნელობას უსაფრთხოების მხრივ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენ სტოლტენბერგთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია არსებული გამოწვევების წინააღმდეგ საქართველო და მეგობარი ქვეყნები გაერთიანდნენ.

„ახალი გამოვწევები ერთად უნდა დავძლიოთ და ცხადია, ეს არის პანდემია, კიბერუსაფრთხოება, დეზინფორმაცია და კონფლიქტის გაგრძელება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მეგობრებს ერთობლივად ვიბრძოლოთ ამ გამოწვევების წინააღმდეგ“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საქართველომ შეინარჩუნა სტაბილურობა არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ რეგიონში და კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი მედეგობა.

„ჩვენ ვაფასებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერას და თანადგომას, რომ ისინი აღიარებენ საქართველოს სუვერენიტეტისა და მთლიანობას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.