მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრეზიდენტი სააღდგომო წირვას არ დაესწრება

პრეზიდენტის ბრიფინგი 2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კორონავირუსის გავრცელების გამო სააღდგომო წირვას არ დაესწრება.

აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"ამ წელს ვერ მივალ ეკლესიაში. ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.