მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრეზიდენტი: ზაფხული საქართველოში ადგილების აღმოსაჩენად გამოვიყენოთ

პრეზიდენტი ხორბლის ბაღებში

„ფაქტია, საქართველოს ყველა რეგიონსა და მხარეში ბევრი არაჩვეულებრივი ადგილია აღმოსაჩენი. მინდა, ყველას მოვუწოდო, გამოიყენონ ეს ზაფხული. როცა ბევრს სხვაგან წასვლა არ შეუძლია, საქართველოში მოგზაურობა შესაძლებელია, ამითი ვისარგებლოთ და აღმოვაჩინოთ ეს ფანტასტიკური ადგილები!“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ლეჩხუმში, სოფელ ქვემო ღვირში ადგილობრივი ფერმერის ოჯახს ეწვია და ქართული ენდემური ჯიში ხორბლის: ზანდურას, დიკას და წითელი დოლის ყანა, ასევე, ღვირიშის ჩანჩქერი მოინახულა.

ქართული ხორბლის ენდემური სახეობები უნიკალურია იმითაც, რომ სოკოვანი დაავადებების მიმართ განსაკუთრებული გამძლეობით გამოირჩევიან.

ცნობილია, რომ საქართველო კულტურული ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი კერაა.