მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პროკურატურა იმით არის დაკავებული, რა მოიგონოს კიდევ ნიკა მელიას გასათავისუფლებლად“ - ირაკლი ზარქუა

ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ პროკურატურა ცდილობს მოიგონოს ახალი მეთოდი, თუ როგორ გაათავისუფლოს ნიკა მელია.

„არავის გახარებია აქ, რომ ჩვენ იმუნიტეტი მოვუხსენით (ნიკა მელიას) და პროკურატურა იმითაა დაკავებული, რა მოიგონოს კიდევ, რომ ეს ადამიანი გარეთ გამოუშვას. გირაოს გირაო შეუფარდა, არ არსებობს ეს პრეცედენტი, ხომ ვიცით, არა?! იურისტები იქაც ჰყავთ. მოვიგონეთ, მოიგონა პროკურატურამ რაღაც, იმიტომ, რომ ოპოზიცია კიდევ ჩიხში არ შევიდეს,“ - აცხადებს იგი.

ინფორმაციისთვის, ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში 23 თებერვალს დააკავეს.

მას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გადაყვანილია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

უფლებადამცველები საჩივრით ბრალდებულ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო.

ამის შემდეგ, პროკურატურამ განაცხადა, რომ მზადაა, გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში ნიკა მელიასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე სასამართლოს მიმართოს, რაზედაც, მელიამ უარი განაცხადა.

აგრეთვე დაინტერესდებით:

ნიკა მელია: გული მწყდება, რომ გრიგოლ ვაშაძეს სიტყვა არ დაუძრავს

პროკურატურა მზადაა, გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში ნიკა მელიასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე სასამართლოს მიმართოს

„იაფფასიანი ტრიუკია“ - ნიკა მელიას ადვოკატი პროკურატურას პასუხობს