მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა ეწერა დანიელსონის შეთავაზებაში? - სრული ტექსტი

შარლ მიშელის წარმომადგენელი

კრისტიან დანიელსონი აქვეყნებს წინადადებას, რომელიც მან დღეს საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

„პოლიტიკურ დაინტერესებულ მხარეებთან ცხრადღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ დიალოგში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა საქართველოსთვის სამომავლო გზასთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დეტალური წინადადება შესთავაზა.

ეს ძალისხმევა მოჰყვა საქართველოში 1 მარტის ვიზიტისას პრეზიდენტ მიშელის მიერ განახლებულ პოლიტიკურ დიალოგს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების ტექსტი