მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა კავშირშია სანდრო ბრეგაძე იგორ მოროზოვთან? - ფარული აუდიოჩანაწერები

ქართველი პოლიტიკოსი სანდრო ბრეგაძე

დღეს, 21 სექტემბერს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში აჩვენეს „ქართული მარშის“ ლიდერის სანდრო ბრეგაძის ფარული აუდიო ჩანაწერები, რომელშიც რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრს იგორ მოროზოვს დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში ესაუბრება.

აუდიო ჩანაწერის მიხედვით რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი სანდრო ბრეგაძეს ჰპირდება, რომ გარკვეული დავალებების შესრულების შემდეგ ის რუსეთისთვის პირველი გახდება.

ჩანაწერში ისმის სიტყვები გაზი, პროპანი და ა.შ. რაც წინადადებებთან მიმართებაში არ ჯდება.

მოროზოვი: - თქვენ მანდ როგორ ხართ, გაზი, პროპანი?

სანდრო ბრეგაძე: - დიახ, დიახ, რა თქმა უნდა.

საუბრისას იგორ მოროზოვი სანდრო ბრეგაძეს ესაუბრება გარკვეულ ბიზნესსა და პარტნიორობაზე.

მოროზოვი: - მე შენ დაგაკავშირებ ბიზნესმენთან, რომელიც დიდი ხანია ამ საქმითაა დაკავებული.

სანდრო ბრეგაძემ ტელეკომპანია „პირველს“ იგორ მოროზოვთან მეგობრობის ფაქტი დაუდასტურა, მაგრამ ის ვერ იხსენებს რა შინაარსის საუბარი შედგა მოროზოვთან ბოლოს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა დამონტაჟებული იყოს.

„დიდი ხანია ვიცნობ ამ პიროვნებას, მასთან მაქვს საქმიანი და კარგი პირადი ურთიერთობა. ჩემი როგორც პარტიის ლიდერის საუბრების ფარულად ჩაწერა და დამონტაჟება მიმდინარეობს“, - აღნიშნა სანდრო ბრეგაძემ ტელეკომპანია „პირველის ეთერში.

ბრეგაძეს თქმით, არსებობს მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რომლებსაც მალე გამოაქვეყნებენ.