მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა შემთხვევაში გაუუქმდება პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია? - კანონპროექტი პარლამენტში 

საკანონმდებლო ორგანო

პოლიტიკურ პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს არ აკმაყოფილებს. 

შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. ცვლილების შესახებ კი, „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.

„მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ქმედით მექანიზმს აღნიშნულ არაკონსტიტუციურ ქმედებაზე რეაგირებისათვის. ბუნებრივია, 2000-ლარიანი ჯარიმა, რომელსაც მოქმედი „საარჩევნო კოდექსი“ საარჩევნო აგიტაციაში კონსტიტუციის საწინააღმდეგო ჩართულობისთვის აწესებს, არ არის საკმარისი იმ ნეგატიური გავლენის გასანეიტრალებლად, რომელიც აღნიშნულმა ფაქტმა საარჩევნო პროცესზე შეიძლება იქონიოს. შესაბამისად, ინიცირებული კანონპროექტი „საარჩევნო კოდექსში“ არსებული ხარვეზის გასწორებას და კონსტიტუციური მოთხოვნის სათანადო აღსრულებას ისახავს მიზნად“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი განმარტებით, ცვლილება არ ითვალისწინებს პარტიის აკრძალვას, ამის უფლება აქვს, მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. საქმე ეხება მხოლოდ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რაც ამოქმედდება შემდეგი არჩევნებიდან. ანუ პირველად ეს შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს.

„კონსტიტუციით დაწესებულია 4 საარჩევნო ცენზი - ეს არის მოქალაქეობის ცენზი, ნასამართლეობის ცენზი, ასაკობრივი ცენზი, ქმედუნარიანობის ცენზი.

წარმოვიდგინოთ ასეთი შემთხვევა, რომ პირი არის ტერორიზმში მხილებული და ის იძებნება ქართული კანონმდებლობის საფუძველზე საზღვარგარეთ. ეს ტერორისტი გამოდის არჩევნებში, როგორც რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერი და 2 თვის განმავლობაში აწარმოებს კამპანიას მის სასარგებლოდ. დღეს ამისთვის 2000 ლარიანი ჯარიმაა დაწესებული, რაც არაეფექტური მექანიზმია“,- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🛑 პარტიებს, რომლებიც საპარლამენტო მანდატებს არ აითვისებენ, დაფინანსება შეუწყდებათ

🛑 მიხეილ სააკაშვილი: მე რომ საქართველოში ვყოფილიყავი ენმ 50%-ს აიღებდა