მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე ახალსოფლის, ადლიისა და აეროპორტის დასახლების მაცხოვრებლებს შეხვდნენ

რესან კონცელიძე აჭარაში წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე, მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს აქტიურად განაგრძობენ. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მაჟორიტარი კანდიდატების მორიგი შეხვედრა ახალსოფლის, ადლიისა და აეროპორტის დასახლების მაცხოვრებლებთან შედგა.

„კანდიდატებმა ახალსოფლის მოსახლეობას აცნობეს, რომ უახლოეს პერიოდში დასასრულს მიუახლოვდება და ექსპლუატაციაში შევა ახალი რეზერვუარის მშენებლობა, რის შემდგომაც, ამ დასახლების დამატებით 1000 აბონენტი წყალმომარაგებას უწყვეტ რეჟიმში მიიღებს.

შეხვედრაზე, ასევე მაჟორიტარობის კანდიდატებმა მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნეს და მათი პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.