მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როდის აღადგენს საქართველო რუსეთთან სახმელეთო მიმოსვლას - აბაშიძის განმარტება

პრემიერ მინისტრის სპეციალური წამომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე

„ზუსტი თარიღების დასახელება ჯერჯერობით ძალიან რთულია“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ რუსეთის ფედერაციასთან სახმელეთო საზღვრის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით PIA.GE- ს განუცხადა.

დიპლომატის თქმით, სახმელეთო საზღვრის გახსნა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული.

„როცა ეპიდემიოლოგიური ვითარება მოგვცემს ამის საშუალებას, საზღვრის გახსნის საკითხი ამის შემდეგ განიხილება. ზუსტი თარიღების დასახელება ჯერჯერობით ძალიან რთულია“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

ცნობისთვის, საქართველოსა და რუსეთს შორის სახმელეთო მიმოსვლა 16 მარტიდან კოვიდ-19-ის პანდემიის გამო შეწყდა.