მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რომან გოცირიძე პრემიერს: რომელ სამშენებლო ბიზნესის სუბსიდირებაზეა საუბარი, როდესაც ხალხს შია

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის

„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე საპასუხოდ მისულ პრემიერ-მინისტრს უთხრა, რომ სამშენებლო ბიზნესის სუბსიდირება სინამდვილეში კორუფციული სქემაა.

გოცირიძემ საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოშიმშილე ქვეყანა უწოდა და პრემიერს შეახსენა, რომ მთავრობას დაპირეული არცერთი სოციალური პაკეტით გათვალისიწნებული დახმარება ჯერ არ გაუცია.

„რომელ სამშენებლო ბიზნესის სუბსიდირებაზეა საუბარი, როდესაც ხალხს შია. სინამდვილეში ეს არის კორუფციული სქემა. გინდათ ის საერთაშორისო დამხარების კრედიტები, რომელიც მოდის, საკუთარ ბიზნესებს მოახმაროთ. ჯერჯერობით არცერთი სოციალური პაკეტით გათვალისიწნებული დახმარება არ გაგიციათ, რაც ხალხს დაპირდით. გეუბნებით 2019 წლის მონაცემებს, საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მოშიმშილე ქვეყანა მსოფლიოში. შიმშილის მსოფლიო ინდექსით საქართველო ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია რეგიონში. მას უსწრებს თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ბელარუსი და ასე შემდეგ",- ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე საპასუხოდ მისულ პრემიერ-მინისტრს.

რომან გოცირიძის განცხადებით, საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი მხოლოდ იმიტომ არ გაიზარდა, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთა რიცხვმა 100 000-ით მოიმატა.

„საქართველოში უმუშევრობა მხოლოდ იმიტომ არ გაიზარდა, რომ საჯარო სექტორში მომუშავეთა რიცხვი 100 000-ით გაიზარდა",- აღნიშნა რომან გოცირიძემ.