მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რომან გოცირიძე StopCov ფონდში მობილიზებული თანხის თვითდასაქმებულებისთვის დარიგებას ითხოვს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პრემიერის ანგარიშის შემდეგ StopCov ფონდთან დაკავშირებით დასვა კითხვა. გოცირიძემ აკუმულირებული 133 მლნ ლარის თვითდასაქმებულებისთვის დარიგება მოითხოვა.

უმცირესობის წევრის განცხადებით, დაუშვებელია რომ  StopCov ფონდში მობილიზებული თანხა იყოს სარეზერვოდ განკუთვნილი, რადგან ადამიანებს ფული ახლავე სჭირდებათ და ამ თანხით შესაძლებელი იქნებოდა 443 000 თვითდასამებულისთვის 300 ლარიანი დახმარების გაწევა.

„სარეზერვოდ გამოიყენეთ ის ფული, რომელიც მერე შემოვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ეს ფული, რომელიც დევს დახარჯეთ ახლა, თქვენივე არასწორი სქემით, როდესაც 300 ლარს აძლევთ თვითდასაქმებულებს და თანაც ნახევარზე მეტს არ აძლევთ. ეს ფული - 133 მლნ ლარი, თქვენ რომ გამოიყენოთ შეგიძლიათ 443 ათას თვითდასაქმებულს მისცეთ 300 ლარიანი დახმარება",- აღნიშნა რომან გოცირიძემ. მისივე თქმით, შესაძლოა, მთავრობა იმიტომ არ ხარჯავს ამ ფულს, რომ იქ ბიძინა ივანიშვილის 100 მლნ ლარია ხელისუფლებას მის განკარგვაზე არაოფიციალური ნებართვა ჯერ არ მიუღია.