მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რომელ სამშობლოში ბრუნდება სააკაშვილი? უკრაინასაც ეძახის სამშობლოს“ - სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, 2020 წელი

„რომელ სამშობლოში ბრუნდება? უკრაინასაც ეძახის სამშობლოს“, - ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლას.

მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამშობლოს უკრაინასაც ეძახის და საკითხავია რომელ სამშობლოში აპირებს დაბრუნებას.

კითხვას იმის შესახებ დაუბრუნებს თუ არა მიხეილს სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობას სალომე ზურაბიშვილმა ასე უპასუხა:

„ჯერ ერთი რომელ სამშობლოში ბრუნდება? ეს არის მისი სამშობლო? თვითონ უკრაინასაც ეძახის სამშობლოს.

ჰიპოთეტურ კითხვებს არ ვპასუხობ. არ აქვს შემოტანილი განაცხადი და არც არანაირად არ ჩანს, რომ აპირებდეს. მე მგონი უფრო სპეკულირებს, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტი არის და რა იქნება შედეგი, ვნახოთ“, - დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში.