მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსთაველზე ოპოზიციის აქცია დაიწყო

 ოპოზიციის აქცია რუსთაველზე

დღეს, 8 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი ოპოზიციური პარტიების აქცია დაიწყო.

აქციის დაწყებისას შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ელენე ხოშტარიამ.

„თავისუფლების მთავარი აზრი არის ის, რომ ძალაუფლებას განსაზღვრავს ხალხის ნება. ჩვენ დღეს აქ არ ვდგავართ არც მანდატებისთვის, არც საპარლამენტო სკამებისთვის, არც რომელიმე კონკრეტული ჯგუფისთვის.

ჩვენ აქ თავისუფალი არჩევნებისთვის ვდგავართ“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

📌 დღეს, 8 ნოემბერს ოპოზიციიის წარმომადგენლები და მათი მომხრეები პარლამენტის წინ მასშტაბურ აქციას მართავენ. ისინი 2020 წლის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ.