მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილი დიდ გზაზე მდგარი შულერია - არაფერი გამოუვიდა და ახლა თავის პრობლემებში სხვებს ადანაშაულებს - უკრაინის ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  Pia.ge

უკრაინის ფინანსთა მინისტრმა, სერგეი მარჩენკომ რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელს, მიხეილ სააკაშვილს დიდ გზაზე მდგარი შულერი უწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას rus.lb.ua ავრცელებს.

„დიდ გზაზე მდგარი შულერი, ჩამოსული გასტარბაიტერი. აქ ჩამოვიდა, რათა რაღაც იდეები განეხორციელებინა, არაფერი გამოუვიდა და ახლა თავის პრობლემებში სხვებს ადანაშაულებს. ახლა მე ამირჩია. ამას არ მოვითმენ. ამიტომაც ვამბობ, გვაჩვენოს რა შეუძლია. ყალბი ხარ. ვინ ხარ? რა გააკეთე უკრაინისთვის?“, - აღნიშნა უკრაინის ფინანსთა მინისტრმა.

სერგეი მარჩენკომ, ასევე, განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟოზე კორუფციაში დადანაშაულება ნორმალური არ არის, ვინაიდან კონტრაბანდის საკითხი უფრო სამართალდამცველ სტრუქტურებს ეხებათ.

მანამდე კი ტელეარხ „უკრაინის“ ერთ-ერთ ტოქშოუში სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა სერგეი მარჩენკო საბაჟოსა და საგადასახადო ორგანოებში კორუფციაში დაადანაშაულა.