პოლიტიკა

საქართველო წარმოადგენს იდეალურ კანდიდატს პარტნიორობის გასაღრმავებლად U.S. Naval Institute

საქათვრლო- შავი ზღვის გასაღები
16:22 23.05
დაკოპირებულია

 საქართველო წარმოადგენს იდეალურ კანდიდატს პარტნიორობის გასაღრმავებლად - წერს U.S. Naval Institute სტატიაში სათაურით „საქართველო - შავი ზღვის გასაღები“.

სტატიის ავტორის, გრეის ჰოვარდის თქმით, დამოუკიდებლობის არც თუ ისე ხანგრძლივი ისტორიის და დემოკრატიის გზაზე ჯერ კიდევ ზრდის პროცესში ყოფნის მიუხედავად, საქართველო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ამერიკას.

„მართალია ამერიკამ, რეგიონში პოზიციების განმტკიცების მიზნით, უნდა გააგრძელოს ნატოს პარტნიორებისთვის წვრთნების ჩატარება და მათი განვითარება, მაგრამ მან ასევე უნდა გააძლიეროს ნატოს არაწევრი ქვეყნებიც: საქართველო და უკრაინა. კერძოდ, საქართველო წარმოადგენს იდეალურ კანდიდატს პარტნიორობის გასაღრმავებლად. ეს პატარა ქვეყანა სტრატეგიულადაა განლაგებული რუსეთსა და შუა აღმოსავლეთს შორის და, დამოუკიდებლობის არც თუ ისე ხანგრძლივი ისტორიის და დემოკრატიის გზაზე ჯერ კიდევ ზრდის პროცესში ყოფნის მიუხედავად, საქართველო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ამერიკას“ - ნათქვამია სტატიაში.

აქვე აღნიშნულია, რომ 2008 წლის რუსეთის მხრიდან შემოჭრის შემდეგ, რომელსაც შედეგად მოჰყვა ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია, საქართველოს მხარდაჭერა აშშ-ის მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა და ქვეყანამ თავზე აიღო დამატებითი ვალდებულებები ნატოში შესვლის მიზნით.

„ერაყისა და ავღანეთის ომების დროს, ოპერაციებში მონაწილე მებრძოლთა რაოდენობის მიხედვით, საქართველო იყო ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი და, ამ მხრივ, 2008 წლის აგრესიის მომენტისთვის მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩებოდა. ჩვეული პრაქტიკისგან განსხვავებით, საქართველომ არ დააწესა შეზღუდვები ოპერაციებში საკუთარი მებრძოლების მონაწილეობის ფორმაზე - და ისინი მსახურობდნენ აშშ-ის მებრძოლების გვერდიგვერდ ყველაზე სახიფათო რეგიონებში (მაგალითად, ჰელმანდი), რასაც ნატოს წევრთა უმრავლესობაც კი არ აკეთებდა. გარდა ამისა, ქვეყანა მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს ხარჯავს თავდაცვაზე, რაც წარმოადგენს მოთხოვნას ნატოს წევრებისთვის. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კიდევ უფრო მკაფიოდ გააჟღერა ქვეყნის ურყევი გადაწყვეტილება, როცა განაცხადა, რომ საქართველო მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისგან შეიძენს სამხედრო ტექნიკას. შემზადდა საფუძველი, რათა ქვეყანა იქცეს პრაგმატულ, წინსვლაზე ორიენტირებულ სახელმწიფოდ მსხვილი სამხედრო ბაზებით და გაფართოების პოტენციალით, რაშიც მოიაზრება 2 კარგად განვითარებული შავიზღვისპირა პორტი და სამხედრო სისტემები, რომლებიც უკვე ინტეგრირებულია ამერიკულ შეიარაღებასა და დაზვერვის სისტემებთან. შედეგად, საქართველო დღეს რუსეთს გულზე ეკალივით ესობა და თავისი დემოკრატიული და კაპიტალისტური სისტემებით გავლენას ახდენს მეზობლებზე კავკასიის რეგიონში. ქვეყნის ტერიტორიაზე გადის მნიშვნელოვანი გაზის მილსადენები და სავაჭრო მარშრუტები, რაც რუსეთის სუსტ წერტილს წარმოადგენს. გარდა ამისა, საქართველო იქცა ფიზიკურ ბარიერად, ერთი მხრივ, რუსეთს და, მეორე მხრივ, შუა აღმოსავლეთსა და კავკასიაში რუსეთის მოკავშირეებს შორის, რის შედეგად მან განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა რუსეთისთვის. ამერიკამ უნდა ითანამშრომლოს საქართველოსთან, რათა გაზარდოს თავისი გავლენა შავი ზღვის რეგიონში და შეასუსტოს რუსეთის გავლენის სფერო“ - წერს ავტორი.

ამერიკელი ბიზნესმენი

ბილ გეიტსი ჩიპიზაციაზე ბრალდებებს პასუხო...

Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი მის მიერ, კორონავირუსის ვაქცინის მეშვეობით,...
კომუნიკაციების კომისიამ მობილური კომუნიკაციების ბაზრის განვითარების მიზნით, უმნიშვნელოვანესი გადაწყვ...
46 წუთის წინ
სოფელ წიწკანაანთსერში საბავშვო ბაგა-ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის ღირებ...
47 წუთის წინ
European Best Destinations-ის მიერ ბათუმის, როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულებად დასახელების პარალ...
15:18
შეღავათიანი აგრო კრედიტის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სესხები 0%-დან (ეფექტური 0.5%- დან) გაიცემა...
14:57
კონკურსი სუფთა რეგიონი 2020 წლის კონკურსი "სუფთა რეგიონი" იწყება
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს 2020 წლის კონკურსი „სუფთა რეგიონი“  გამოცხადდა. კონკურსი საქართველო...
მობილური ინტერნეტის 3.2 მლნ აბონენტი იყე...
საქართველოში 2019 წლის მონაცემებით სულ 5.4 მობილური აბონენტია რეგისტრირებული, მა...
აფეთქებების სერია საცხოვრებელ კორპუსში –...
მოსკოვში, დოროჟნაიას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, იუწყება...
უმისამართო სროლა ვარკეთილში
ვარკეთილში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა საცხოვრებელი კორპუსიდან რამდენიმეჯ...