მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეწვევა

შარლ მიშელი

ხვალ საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვევა. იგი ვიზიტის ფარგლებში ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან შეხვედრებს გეგმავს.

მთავარი თემა კი, სავარაუდოდ, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და მხარეებს შორის დიალოგის პერსპექტივა იქნება.

აღსანიშნავია, რომ მის ვიზიტს წინ უძღვოდა ევროპარლამენტარების წერილი, რომელშიც მათ შარლ მიშელს მოუწოდეს თბილისში დაგეგმილი შეხვედრების დროს, მხარეებთან შეთანხმების გზების გამონახვის შესაძლებლობებზე ისაუბროს.

ოპოზიცია იმედს გამოთქვამს, რომ სტუმარი „ქართული ოცნების“ დარწმუნებას შეძლებს ოპოზიციასთან დიალოგის წარმოების საკითხში.

„ჩვენი გზავნილი იქნება, დაარწმუნოს, კიდევ ერთხელ, დიალოგის აუცილებლობაში," - აცხადებს პარტია „სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე.

აგრეთვე იხილეთ:

ევროპარლამენტარი: ნიკა მელიას დაკავება დემოკრატიული გზიდან უკან დახევის მიმართულებით აისბერგის წვერია