საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
პრემიერის თქმით, ეს საერთო გამარჯვებაა.
„დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა! დავა - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა! ეს საერთო გამარჯვებაა“, - აცხადებს პრემიერი.
ინფორმაციისთვის, საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: