მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა

საქრთველოს პრეზიდენტი

უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

„ძალიან მტკივნეულია ინფორმაცია აღმოსავლეთ უკრაინაში მომხდარ ავიაკატასტროფაში ახალგაზრდა კურსანტებისა და მფრინავების დაღუპვის შესახებ. ჩემი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებსა და უკრაინელ ხალხთანაა“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, შემთხვევა 26 სექტემბერს გვიან ღამით მოხდა, სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფას 25 ადამიანი ემსხვერპლა, ბორტზე კი ჯამში 27 ადამიანი იმყოფებოდა.

Very painful to hear about the death of young cadets and pilots in a plane crash in #EasternUkraine. My thoughts go to the families of the victims and to the people of Ukraine.

— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) September 25, 2020